18 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ე.წ. წარმოსახვით საზღვარს მიღმა დარჩენილი წინაპრების საფლავები

სოფელ კირბალის სასაფლაო ქართველებისთვის აკრძალულ ზონაში მოექცა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მაინც გავიდა საფლავებზე. მათ უსაფრთხოებას ადგილზე საპატრულო პოლიცია იცავდა, მაგრამ გარანტია არავის ჰქონდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი მორიგ სადამსჯელო ღონისძიებას არ ჩაატარებდა.

ტერიტორიაზე სადაც სოფლის მცხოვრებლები იმყოფებიან ე.წ. წარმოსახვითი საოკუპაციო ხაზია გავლებული. ადგილობრივების ინფორმაციით მათ არაერთი გაფრთხილება მიიღეს რუსი ოკუპანტების მხრიდან, რომ სასაფლაოს ამ ტერიტორიაზე მათ მისვლის უფლება არ ჰქონდათ.

მცოცავი ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის უცნობია, კიდევ რამდენი მეტრით გადმოიწევს საოკუპაციო ხაზი მომდევნო აღდგომას. არ არის გამორიცხული, რომ სოფელ კირბალს მაცხოვრებლები 2018 წლის აღდგომას საფლავებზე ვეღარ გავიდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები