18 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ამ წუთებში ელისო კილაძის შვილის სასამართლო პროცესი იწყება

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის სასამართლო პროცესი იწყება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება. დაცვის და ბრალდების მხარეები შუამდგომლობებით წარსდგებიან. ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა დ ის უკანონო პატიმარია. 

რამდენადაც ცნობილია, დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა აქვს, რომელსაც დღეს პროცესზე წარადგენს.

ადვოკატები და ელისო კილაძე მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართავენ.

 „ადვოკატები აყენებენ საერთოდ აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობას, სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობასაც, იმიტომ რომ მტკიცებულებები საქმეში არ არის. სისხლის სამართლის საქმე არის ზუსტად იმდენივე ფურცელი, რაც იყო პირველ დღეს და ასე გაიგზავნა სასამართლოში და მას არანაირი ახალი მტკიცებულება არ მიმატებია და ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასაც მოითხოვენ. ჩვენ არ ვითხოვთ გირაოს და შეწყალებას არავისგან. ჩემი შვილი არის უდანაშაულო, ის არის უკანონო პატიმარი და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ადვოკატები ითხოვენ აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას. ალტერნატიულ ვარიანტს ჩვენ სასამართლოს არ ვთავაზობთ,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

ელისო კილაძის შვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ დავით ხარშილაძის მიერ ჩადენილ ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 

დღის ამბები