ჯანდაცვის კომიტეტში დღეს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მეორე მოსმენა უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დრომდე პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატები განიხილავენ მთავრობის შენიშვნებს და კანონის შეჯერებულ ვარიანტს. ერთ-ერთი სადავო საკითხი კანონის ამოქმედების ვადებია.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგული მაღრაძე აღნიშნავს, რომ მთავრობის ინიციატივას იზიარებს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მუხლების სხვადასხვა პერიოდში ამოქმედდება.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ სანქციების შემოღება გააზრებული უნდა იყოს და მთავრობამ კარგად უნდა აკონტროლოს აღსრულება.
საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი, ეკა ფოფხაძე აღნიშნავს, რომ პრინციპების დონეზე ომბუდსმენის აპარატი ამ კანონპროექტს ეთანხმება.