მედიის განვითარების ფონდმა ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზი გაასაჯაროვა. ანგარიშში მიმოხილულია 2016 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტი დასავლური გზავნილები. ყველაზე ხშირად ამგვარი გზავნილების შინაარსი იდენტობასა და ადამიანის უფლებებს შეეხებოდა.
კვლევის მიხედვით, ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ სასულიერო პირები, პოლიტიკოსებს შორის კი პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები.
კვლევაში მმართველი კოალიციის - ქართული ოცნების ჰიბრიდულობაზეც არის საუბარი.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი კვლევა დაეხმარება საზოგადოებას, ნახოს რეალური სურათი, ვინ არიან საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი აქტორები,“ - აღნიშნა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.