18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
ამ სიიდან ძალიან ღირსეული კანდიდატის არჩევა შეიძლება, თუ წულუკიანი და კვირიკაშვილი არ მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას - ზაზა ხატიაშვილი

"კომისიის წევრებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ," - ამ განცხადებით ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი, ევროსასამართლოში საქართველოს კვოტის დასაკავებულად შეტანილ განცხადებებს ეხმაურება. 

 

მისი თქმით, წარმოდგენილ სიაში კანდიდატებს შორის არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირები და ღირსეული კანდიდატის არჩევა შესაძლებელია.

„კომისიის წევრებმა არ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ღირსეულ კანდიდატს არ უნდა დაუწერონ დაბალი შეფასება და უღირს კანდიდატს - მაღალი შეფასება. ძალიან ჭკვიან ადამიანებს აქვთ შეტანილი განცხადება. არ მინდა, წინასწარ დავასახელო ეს ადამიანები, მაგრამ დაახლოებით 10 კანდიდატია, რომლებსაც მე ვიცნობ და, რომლებსაც აქვთ უმაღლესი კვალიფიკაცია. შეიძლება ამ სიიდან ძალიან ღირსეული კანდიდატის არჩევა, თუ წულუკიანი და კვირიკაშვილი არ მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 68 კანდიდატი იბრძოლებს. განაცხადების მიღება დღეს დასრულდა. ამიერიდან იწყება შერჩევის ეტაპი, რომელსაც სპეციალური კომისია განახორციელებს. 

დღის ამბები