საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის შეძენა-შენახვა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში 13 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი ასდოლარიანი კუპიურები გაასაღა.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.