მთავრობამ საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით აღსრულების პროცედურებს ამარტივებს და პოლიციას გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება.
ახალი რეგულაციებით მესაკუთრებს ქონება სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებისთანავე უნდა დათმოს. მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების ჩამორთმევის წესის შესახებ რეგულაციები იცვლება.
მთავრობა ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ჩქაროსნული მაგისტრალებისა და ჰესების დროულად მშენებლობის მიზეზით ხსნის.
არასამთავრობოები კანონპროექტში არათანაბარ პირობებს აპროტესტებენ და მთავრობის მხრიდან კერძო მესაკუთრეების უფლებების დარღვევაზე მიუთითებენ.
მესამე სექტორის შენიშვნას ოპოზიციაც იზიარებს.
შინაარსზე განმარტებები არც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ, უმრავლესობაში მხოლოდ ზოგადი განცხადება გაკეთდა.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი