დღეს მთელი დღის განმავლობაში განიხილავდა სასამართლო დავით ხარშილაძის ბრალდების საქმეს. წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა არაერთი შუამდგომლობა წარადგინეს, მათ შორის ბრალდებისა და დაცვის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ. ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების საკითხი დააყენეს.
მოსამართლემ მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რაც შეეხება მთავარ მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა და მან მცირე განმარტებაც გააკეთა. როგორც მოსამართლემ დარბაზში განაცხადა, არსებობს მიმალვის საფრთხე, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
პროცესზე თავად დავით ხარშილაძემ მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს მთავარ პროკურატურას. ხარშილაძემ დარბაზში განაცხადა, რომ ის დაკავების ნარკოტიკული მოხმარების ქვეშ არ ყოფილა.
განცხადება გააკეთა ქრონიკა პლიუსის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი ყოფილი პრემიერის პირადი პატიმარია.
„ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ჩემი შვილი იყოს მისი პირადი პატიმარი და მძევალი გლდანის ციხეში. შესაბამისად, პოლიტიკური ნება არ არსებობს, ამიტომ არც მოსამართლეს, არც პროკურორს ამ პროცესზე არავინ არაფერს არ ეკითხება, რა შუამდგომლობა დაკმაყოფილდება თუ არ დაკმაყოფილდება,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
დავით ხარშილაძის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ანგარიშზე კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.
„სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი დასკვნების ნაწილი ეყრდნობოდა იგივე იზოლატორების სტატისტიკას, რაც მნიშვნელოვნად გამოიწვია უფრო დახვეწამ იზოლატორების რეგულაციების,“ - აცხადებს შალვა ხუციშვილი.