18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
პროკურატურა ვერ ადასტურებს მამა გიორგის დანაშაულს და მეუფე იაკობის განცხადებები აბსურდული გვეჩვენება - მღვდელმონაზონი ანდრია სარია

„თვით პროკურატურა ვერ ადასტურებს ჯერ მამა გიორგის დანაშაულს და მეუფე იაკობის განცხადებები, შესაბამისად, აბსურდული გვეჩვენება,“ - ეს განცხადება წმინდა ამბროსის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ არჩევანის პირდაპირ ეთერში მეუფე იაკობის მიერ მამა გიორგი მამალაძეზე ქადაგების დროს გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა.

მისი აზრით, მეუფე იაკობი ზედმეტად რთულ საკითხებს ეხება და ასეთი დეტალური ინფორმაცია მხოლოდ პროკურატურასთან ურთიერთობის მქონე ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს.

„საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება, რომ ხალხში შეიქმნას აზრი მამა გიორგის ბრალეულობაზე, რომ მას, თითქოსდა, უნდოდა პატრიარქის მკვლელობა,“ - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ.

მას განცდა ეუფლება, რომ მსგავსი პროვოკაციების  მსხვერპლი თავადაც თავისუფლად შეიძლება, გახდეს.

მღვდელმონაზონი ანდრია აცხადებს, რომ მამა გიორგის დადანაშაულებით შესაძლოა, გარკვეული საკითხების მიჩუმათებას ცდილობენ.

„მე ვერ ვიტყვი, ვინ რას მიიღებს, მაგრამ აშაკარაა ერთი რამ, რომ ამით ბევრი რამ გაჩუმდება,“ - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ.

მისი თქმით, მღვდელმთავრები დეკანოზ გიორგი მამალაძეს ტელევიზიის მეშვეობით არ უნდა ესაუბრებოდნენ, რადგან ამგვარად მატი სიტყვები მამა გიორგიმდე ვერ აღწევს.

„მღვდლები კი არ უწევენ დახმარებას, არამედ პროკურატურას უცხადებენ სრულ ნდობას. სრული ნდობა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და არა რომელიმე სტრუქტურას,“ - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები