მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დეკანოზის ბრალეულობასთან დაკავშირებით უტყუარი ფაქტების არარსებობაზე საუბრობენ. არჩევანის ეთერში მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძის დაკავებამდე 4 საათით ადრე ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელე გერმანიაში გაემგზავრა.
„სანამ მამა გიორგი დააკავებდნენ, ზუსტად 4 საათით ადრე ერთ-ერთი პიროვნება იყო, რატომღაც, გერმანიაში გაფრენილი და ჩაფრინდა გერმანიაში და რატომ ჩაფრინდა,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დაამატა, რომ ეს პიროვნება კერძო პირი არ ყოფილა.
„ეს არ არის კერძო პირი. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებზეა საუბარი,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მან წამყვანის, გიორგი გაბუნიას შეკითხვაზე, არის თუ არა ეს პირი ანზორ ჩუბინიძე, მან დადებითი პასუხი გასცა და დაამატა, რომ არამხოლოდ ის, არამედ სხვა პირებიც გაემგზავრნენ მასთან ერთად.