„შორენას აქვს ჩვენთან, 2 ადამიანთან ნათქვამი, რომ მე მიწევსო მღვდელმთავრების დამუშავება, რომ სისულელეები არ თქვან,“ - ეს განცხადება მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტია, მისი ცოდვების პატრიარქისთვის მიწერა სწორი არ არის.
მღვდელმონაზონი აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსები კულისებს მიღმა საუბრობენ შორენა თეთრუაშვილზე და ღიად ამაზე საუბარს ვერ ბედავენ. მისი თქმით, ის შორენაზე საუბრისას ადამიანების ჯგუფზე საუბრობს.
„შეიძლება, შორენას ერთმა სიტყვამ სიონის სამრეკლოც კი შეღებოს,“ - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ.
მისი თქმით, ხშირად სასულიერო პირებს შორენა თეთრუაშვილთან შემოსარიგებლად ძღვენის სახით კანფეტებიც მიაქვთ.