18 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის თქმით, მეუფე იაკობს სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი აქვს

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მეუფე იაკობი სახელმწიფო სტრუქტურებთან გარკვეულწილად თანამშრომლობს და „წაქეზებულია“, როდესაც ამ განცხადებას აკეთებს.

„მეუფე იაკობი, თითქმის, უკვე თავისი კურთხევის დღიდან ცნობილია იმით, რომ ის ყოველთვის აჟღერებს მოსაზრებებს, შეხედულებებს, რომელსაც ის იღებს სხვადასხვა წყაროდან და ეს წყარო ყოველთვის არის კავშირში სახელმწიფო სტრუქტურებთან,“ – განაცხადა მირიან გამრეკელაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ქადაგების დროს პატრიარქის მოკვლის მცდელობის გახმოვანება საზოგადოების აზრის ჩამოყალიბების მცდელობა იყო.

„მას სურს, რომ საზოგადოებაში გაჯდეს აზრი ამდაგვარი, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მოკვლა,“ - აცხადებს მირიან გამრეკელაშვილი. 

მისი თქმით, საზოგადოებამ არ დაიჯერა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა, ხოლო გამოძიებამ ეს ვარაუდი ვერ დაადასტურა. 

"სახელმწიფო სტრუქტურები არიან ძალიან რთულ სიტუაციაში. მათ წამოიწყეს რაღაც პროცესი, რომელსაც ვერ ასრულებენ, ვერც ავად, ვერც კარგად," - განაცხადა მირიან გამრეკელაშვილმა. 

მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა "ჭრიდეს და კერავდეს" შორენა თეთრუაშილი საქმეებს საკუთარი სურვილის მიხედვით.

არჩევანის ეთერში თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა და მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ საქართველოს ეკლესიის მოწყობა იკამათეს. ისინი მეუფე პეტრეს განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც ის სასულიერო პირის უფლებების დაცვაზე საუბრობს. თეოლოგის თქმით, ის მომხრეა, რომ ნებისმიერ სასულიერო პირის უფლება დაცული იყოს. 

დღის ამბები