18 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ხმაური არჩევანის სტუდიაში - ერთმანეთს ირაკლი მამალაძე და მამა გიორგი მამალაძის დაცვის მხარე დაუპირისპირდნენ

ციანიდის საქმეში პროკურატურის მოწმე, ირაკლი მამალაძე, აცხადებს რომ მღვდელმთავარმა ანდრია სარიამ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში სიტუაცია ისე დახატა, თითქოს ირაკლი მამალაძე იტყუება.

„როდესაც მღვდელი, სასულიერო პირი, საუბრობს ციანიდის მოძიებაზე, საუბრობს ექსპერტიზაზე, რომ ჭიქაში არაფერი არ დარჩება, საუბრობს ასევე იმაზე, რომ სავარაუდო მსხვერპლი ტკბილეულს არ იღებს და ა.შ., მე მაინტერესებს, ამ ადამიანებს იმის ეჭვი მაინც არ უჩნდებათ, რისთვის ესაჭიროებოდეს მამაოს ციანიდი,“ - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მისი თქმით, დაცვის მხარე ყოველ მტკიცებულებაზე ახალ ლეგენდას ქმნის და ამბობს, რომ ეს ხუმრობაა.

ამ საკითხზე გადაცემა არჩევანის სტუდიაში დაცვის მხარესა და ირაკლი მამალაძეს შორის კამათი მოხდა.

პროკურატურის მოწმის განცხადებას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, გამოეხმაურა.

„ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ ციანიდის თაობაზე კითხვა იყო ხუმრობა. ირაკლი მამალაძე ამახინჯებს ჩვენს სიტყვებს,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები