18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
ირაკლი მამალაძეს, ნანა კაკაბაძესა და ედიშერ ქარჩავას პროკურატურა გასაჭირში იყენებს - გიორგი ფანცულაია

„მე ნამდვილად შევდივარ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ირაკლი მამალაძე არის და როგორ იყენებს მას პროკურატურა,“ - ეს განცხადება მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი განმარტებით, ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მოწმე, ირაკლი მამალაძე, სწორედ მაშინ იწყებს საუბარს, როდესაც „პროკურატურას უჭირს“. გიორგი ფანცულაიამ ირაკლი მამალაძესთან ერთად ედიშერ ქარჩავა და ნანა კაკაბაძე დაასახელა.

„სწორედ მაშინ გამოხტება ირაკლი მამალაძე, გამოხტება ასევე რამდენიმე პირი, რომლებიც უფრო აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ და პირდაპირ როგორ იღებენ ისინი დირექტივებს,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დაცვის მხარის განცხადებით, მათ კარგად იციან, თუ ვინ ვის იცნობს და ვის რა როლი აქვს ე.წ. ციანიდის საქმეში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები