18 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
იძულებული ვართ, მივმართოთ ევროსასამართლოს - ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი ე.წ. ციანიდის საქმეზე

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე, ე.წ. ციანიდის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნაზე საუბრობს.

არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ ევროსასამართლოში გაუთქმელობის ხელწერილის შესახებ იმსჯელებენ.

„დღემდე ადვოკატები თხოვენ და ამოწურეს ყველა შიდა სახელმწიფოებრივი საშუალება, რომლითაც შეიძლებოდა მათი უფლების აღდგენა და ამ შემთხვევაში პროკურატურამ საბოლოოდ უთხრა უარი, რომ ამ გაუთქმელობის ხელწერილს და შეზღუდვას არ მოხსნიდა და იძულებული ვართ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპელ სასამართლოს, რადგან მიგვაჩნია, რომ ირღვევა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპი,“ - განაცხადა ეკა ლომიძემ. 

მისი თქმით, სარჩელი უკვე მზად არის და კვირის ბოლომდე გაიგზავნება ევროსასამართლოში.  

მან განმარტა, რომ მესამე სექტორის ვალდებულება არის ადამიანის უფლებების დაცვა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს საკმაოდ ბევრი უფლება აქვს შეზღუდული.

დღის ამბები