18 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
"ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია"-საერთაშორისო კონფერენცია პრეზიდენტმა გახსნა

ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები- ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია იმართება თბილისში.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა  გახსნა.

„თანამედროვე სახელმწიფო განისაზღვრება იმით რანაირად შეიძება ჩვენ ვეურთიერთოთ ჩვენ ომბუდსმენის ინსტიტუტს. სახალხო დამცველის ინსტიტუტს გააჩნია ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მისია დაგვანახოს ის შეცდომები ან გადაცდომები, რომლებიც მოგვდის ყოველდღიურ ცხოვრებაში,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ღონისძიებაში ომბუდსმენი სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად მონაწილეობს.

უჩა ნანუაშვილმა კონფერენციის დაწყებამდე სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად პრესკონფერენციაც გამართა.

ნანუაშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარების შესახებ და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის ერთგვარი პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი მოსაზრებები იმისთვის, რომ უფრო ეფექტურები გავხდეთ,“-განაცხადა ნანუაშვილმა.

დღის ამბები