ომბუდსმენი დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ გადაცემა არჩევანის კითხვებზე წერილობით გამოგზავნილ პასუხებს გამოეხმაურა, სადაც ის ამბობდა, რომ მას ციანიდი ჩაუდეს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მამა გიორგისთან შეხვედრისას ამ საკითხზე არ უსაუბრია და მან ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
უჩა ნანუაშვილის თქმით, დაცვის მხარის მიმართ თანასწორობის პრინციპი ირღვევა, რადგან მათ გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი.
„ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით პირველივე დღიდანვე, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით პირველივე დღიდან საზოგადოებამ შეიტყო, პირველივე ეტაპიდან თანასწორუფლებიანობის პრინციპი იყო დარღვეული და დღემდე არის დარღვეული, ჩვენ ასევე პარლამენტო ანგარიშშიც კი შევიტანეთ ეს საკითხი, მიგვაჩნია, რომ ეს არის სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ ბრალდებულის დაცვა განხორციელდეს,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.