02 მაისი 2024,   12:04
ვრცლად
ქერჩის სრუტეში ჩაძირული ხომალდის ეკიპაჟის 9 წევრს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

ქერჩის სრუტეში ჩაძირული ხომალდის ეკიპაჟის 9 წევრს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ცოტა ხნის წინ მათ უკრაინის ერთი მოქალაქის გადარჩენა შეძლეს, და წყლიდან 2 ცხედარი ამოიტანეს. გარდაცვლილების ვინაობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

სატვირთო გემის ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ერთი, რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეა. სამაშველო ოპერაცია კვლავაც გრძელდება.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, როსტოვიდან თურქეთის მიმართულებით მიცურავდა. მისი ჩაძირვის მიზეზი კი შტორმი გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები