18 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
5 ათას ლარიანი ჯარიმა წიფლისა და ფიჭვის მორების უკანონო ტრანსპორტირებისთვის

სამართალდამცველებმა სამეგრელოში, ლებარდეს ხეობაში წიფლისა და ფიჭვის სახეობის მორების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

მორები სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი სატვირთო ავტომანქანით გადაჰქონდათ, გარემოსდამცველების მოთხოვნას, შეეჩერებინათ სატრანსპორტო საშუალება, სამართალდამრღვევები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც მათი დევნა განხორციელდა.

ბლაგვი საგნებით შეიარაღებულებმა სამართალდამრღვევებმა გარემოსდამცველებს და პოლიციას წინააღმდეგობაც გაუწიეს.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის მაია ჩხობაძის თქმით, სამართალდამრღვევთა მიმართ შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რაც 5 ათასი ლარის ოდენობის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

დღის ამბები