02 მაისი 2024,   16:59
ვრცლად
"კინტოს სიზმრები" - გამოფენა გალერეა "არტარეაში" 

არტარეა გალერეაში დიზაინერის და მხატვრის უტა ბექაიას გამოფენას კინტოს სიზმრები იქნება წარმოდგენილი. ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვის დროს ნაპოვნი არარეალური სამყაროს ფრაგმენტები ტილოზე და წლების წინ სამშობლოდან შორს შექმნილი ნამუშევრები - უტა ბექაია გამოფენისთვის ემზადება. სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა მუსიკაც.

დიზაინერი წლების წინ ნიუ იორკში ცხოვრებისას შექმნილ ნამუშევრებს საგამოფენოდ, თბილისში პირველად ამზადებს.

უტა ბექაიას კინტოს სიზმრების სანახავად დამთვალიერებელს ერთი კვირა აქვს, გამოფენა არტარეა გალერეაში 21-დან 29 აპრილამდე გაგრძელდება.

დღის ამბები