დღეს დილიდან განახლდება ქერჩის სრუტეში ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის სამძებრო სამუშაოები.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ეკიპაჟის ერთი წევრის გადარჩენა მოხერხდა. უკვე დადასტურებულია ორი წევრის გარდაცვალება.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ძლიერი შტორმის გამო ჩაიძირა. ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა - მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა.