ხმაური ოზურგეთის ცენტრში. დღეს დილიდან გმირთა მოედანზე ერთმანეთს ადგილობრივი მოსახლეობა და გაზგასამართი სადგურის პერსონალი დაუპირისპირდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მიზეზი, სავარაუდოდ სადგურიდან გაჟონილი ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი გახდა.
ეს სუნი ოზურგეთის ცენტრში გუშინდელი საღამოდან გვიან ღამემდე იგრძნობოდა. მიმდებარე კორპუსებიდან ადგილობრივებმა მცირეწლოვანი ბავშვებიც გაიყვანეს. მოსახლეობა ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვს.