გორში კარალეთის ბაზაზე გარდაცვლილი სპეცრაზმელის ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა დღეს პრეს-კონფერენცია გამართეს. ისინი 37 წლის სულიკო ალესაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე პირების ბრალეულობის დადგენას მოითხოვენ.
ადვოკატი აცხადებს, რომ მათ ეჭვებს, აძლიერებს ის გარემოება, რომ ოჯახი ამ დრომდე დაზარალებულად არ არის ცნობილი და ამასთანავე მოთხოვნის მიუხედავად მათ არ აცნობენ გამოძიების მასალებს და ექსპერტიზის პასუხს.
სულიკო ალესაშვილი 25 თებერვალს წვრთნების დროს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევაა.