18 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
"ადვოკატთა ასოციაცია" წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადვოკატების გათავისუფლებას ითხოვს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადვოკატების - ნათელა გოდერიძისა და მზევინარ კოსტავას გათავისუფლებას მოითხოვს. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, 2011 წელს თეა წულუკიანი, ალექსანდრე ბარამიძე და ნინო გვენეტაძე იყვნენ იმ დოკუმენტის ერთ-ერთი ხელმომწერები, რომელიც ადვოკატთა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის აკრძალვას ითხოვდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბრალდებულთა გათავისუფლების თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

დაკავებული ადვოკატები წინასწარ პატიმრობაში თაღლითობის ბრალდებით იმყოფებიან.

დღის ამბები