საკონსტიტუციო კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ წინადადებებს დღეს საკოორდინაციო საბჭოს გააცნობენ.
სამოქალაქო სექტორში იმ პრობლემურ საკითხებზე საუბრობენ, რომელსაც სახეცვლილი კონსტიტუცია ქმნის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება 5%-იანი ბარიერი, რასაც ბლოკების შექმნის აკრძალვა ემატება.
არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს კი აინტერესებთ, როგორ გააგრძელებს საქმიანობას სამოქალაქო სექტორი და შეუერთდება თუ არა მათ ბოიკოტს. საკოორდინაციო საბჭო, მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკან გადადგმულ ნაბიჯად და ერთ კონკრეტულ პარტიაზე მორგებულად აფასებს.
„ქართული ოცნება, რომელმაც მიიღო ერთპარტიული გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთპარტიულ რეჟიმში უყრის კენჭს და დაემსგავსება საბოლოოდ კომუნისტურ პარტიას,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.