18 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"საია" სუს-ის ანგარიშის დახურულ რეჟიმში განხილვას ნეგატიურ შეფასებას აძლევს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის პარლამენტში დახურულ რეჟიმში განხილვას, აპროტესტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორგანიზაციის წევრები ფაქტს უარყოფითად აფასებენ.

საიას წარმომადგენელთა განმარტებით, გასათვალისწინებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დამახასიათებელი სპეციფიურობა, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია დაკმაყოფილდეს ამ უწყების საქმიანობის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი.

დღის ამბები