18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
მთაწმინდაზე კორპუსის მშენებლობა საცხოვრებელ სახლებს ზიანს უქმნის

მთაწმინდაზე, ლორთქიფანიძის 16-ში, კორპუსის სამშენებლო სამუშაოებმა გვერდით მდებარე საცხოვრებელი ბინა დააზიანა. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრთან, ელენე ხოშტარიასთან საუბარში, ადგილობრივი აღნიშნავს, რომ ამ პრობლემების გამო რამდენიმე თვე ცხოვრება აივანზე მოუწია.

ეზოში ანალოგიური პრობლემები აქვთ სხვა მობინადრეებსაც. მათი თქმით, რამდენჯერმე მიმართეს გამგეობას დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ.

ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ არცერთი ხელისუფლება არ ზრუნავს ავარიული სახლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამ საკითხს პოპულისტურად უდგებიან. 

„ამას სჭირდება, ერთი - ქალაქის ხედვა, ზოგადად. მეორე, ყველა უბანში, სადაც ავარიული პრობლემები არის, უბნის სპეციფიკის გათვალისწინება, როგორც სოციალური მდგომარეობის, ასევე იერსახის სპეციფიკის გათვალისწინება. და ასევე, აქ არის აუცილებელი სახელმწიფოს და ბიზნესის თანამშრომლობა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები