18 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
აშშ-ში საქართველოს მთავრობის წევრების სამუშაო ვიზიტი გრძელდება

შეერთებულ შტატებში საქართველოს მთავრობის წევრების სამუშაო ვიზიტი გრძელდება. ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მსოფლიო ბანკი საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებარე საგზაო მაგისტრალის შესაძლებლობებს სწავლობს. შეხვედრაზე მხარეებმა საგზაო ინფრასტრუქტურის შენახვა-რეაბილიტაციის თანამედროვე მოდელები განიხილეს.

ზურაბ ალავიძის თქმით, უცხოელ კოლეგებთან ინფრასტრუქტურის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. 

დღის ამბები