პარლამენტმა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით მართვის მოწმობა 100 ქულიანი ხდება და თითოეული დარღვევის შემთხვევაში მფლობელს საჯარიმო ქულები დააკლდება.
ერთი წლის განმავლობაში 100-ივე ქულის დაკარგვის შემთხვევაში კი პირს მართვის მოწმობა ან ერთი წლით ჩამოერთმევა ან გამოცდის თავიდან ჩაბარება მოუწევს.