ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ხელისუფლებას თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის არგატარების გამო აკრიტიკებენ. მესამე სექტორში თვლიან, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ ხელისუფლებას არ შეუმუშავებია თანასწორობის მხარდამჭერი სისტემური პოლიტიკა.
გარდა ამისა, არასამთავრობოები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტიან გამოძიებაზე საუბრობენ. კოალიციაში თანასწორობისთვის დისკრიმინაციის კუთხით არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო პოლიტიკის არასწორ ნაბიჯებს უკავშირებენ. ორგანიზაციაში თვლიან, რომ 2014 წელს კანონის მიღების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ შეუმუშავებია თანასწორობის მხარდამჭერი სისტემური პოლიტიკა.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტიან გამოძიებაზე საუბრობენ.
განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული ფაქტები უჩა ნანუაშვილის ყოველწლიურ ანგარიშშიც მოხვდა. სახალხო დამცველის აპარატში ყურადღებას ანტიდისკრიმინაციულ კანონში არსებულ ხარვეზებზე ამახვილებენ.
სტატისტიკურად დისკრიმინაცია ყველაზე ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ქალების მიმართ ვლინდება. ასევე, ხშირია რელიგიური და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციული ფაქტებიც.