18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ელისო კილაძე მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ გვარებს ასახელებს

ელისო კილაძე მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ გვარებს ასახელებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსს ქრონიკა პლუსის რედაქტორი მისი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს.

ელისო კილაძე შინაგან საქმეთა სამინიტროს დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების გაყალბებაშიც ადანაშაულებს. ჟურნალისტმა იმ პოლიციელების ვინაობაც დაასახელა, რომლებიც კილაძის ინფორმაციით მისი შვილის დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, თუმცა, საქმის მასალებში ოფიციალურად არ ფიგურირებენ.

უჩა ნანუაშვილი ბრალდებულის საკნიდან გაყვანის საკითხის შესწავლას გეგმავს. შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი ქრონიკა პლუსის რედაქტორის და ადვოკატების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

დავით ხარშილაძის მიერ შესაძლო ადმინიტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, ნარკოტიკების მოხმარების საქმეზე, სასამართლო 4 მაისს იმსჯელებს, თუმცა მანამდე თბილისის საქალაქო სასმართლოში მისი ძირითადი საქმის არსებითი განხილვა პირველ მაისს დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები