18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
სუფთად ევროპისკენ - თბილისსა და რეგიონებში დასუფთავების კვირეული დაიწყო

სუფთად ევროპისკენ - ამ სახელწოდებით დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში დასუფთავების კვირეული დაიწყო.

დილის 10 საათიდან მოხალისეები და საჯარო სტრუქტურების თანამშრომლები ლისის ტბის ტერიტორიაზე მუშაობენ. აქცია რეგიონებშიც მიმდინარეობს.

რამდენიმე დღეში კონკურსის შესახებაც გამოცხადდება, სადაც რამდენიმე კატეგორია იქნება წარმოდგენილი - ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი, ყველაზე სუფთა ქალაქი, ყველაზე სუფთა სოფელი. გამარჯვებულები წლის ბოლოს გამოვლინდებიან. 

დღის ამბები