ავარია თბილისში - გურამიშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და ავტობუსი შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოტოციკლისტი გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.