18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ძლიერი ქარი რუსთავში - შეწყვეტილი ელექტროენერგია, გადახდილი სახურავები და დაზიანებული მანქანა

ძლიერმა ქარმა გარკვეული სახის პრობლემები შექმნა რუსთავში. ქარმა ბოსტანქალაქის, ბათუმისა და დავით გარეჯის ქუჩებზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა.

ბათუმის ქუჩის #23-ში ახდილი თუნუქის სახურავის ნაწილი ეზოში მდგომ ავტომობილს დაეცა და უკანა საქარე მინა ჩაამსხვრია. ადგილზე მობილიზებულია რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ზარალის შესახებ ინფორმაცია ხვალ დილით გახდება ცნობილი. ქარისაგან დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია კი ამინდის პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

ძლიერი ქარის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება ცოტა ხნით შეწყვეტილი ჰქონდა რუსთავის მარცხენა სანაპიროსაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები