დევნილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა.
გრანტები სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებასა და ასევე საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფას მოხმარდება.
წელს ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 590 000 ლარი გამოიყო.