18 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
გამწვანების აქცია გორში - დედამიწის დღესთან დაკავშირებით 100 ძირი კვიპაროსის ნერგი დარგეს

დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა გორში. აქციის ფარგლებში გორის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ძირი კვიპაროსის ნერგი დაირგო და მოეწყო ქარსაცავი ზოლი. ეს კი მომავალში ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიას ნარჩენების გაფანტვისგან დაიცავს და ადგილზე გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს.

აქციაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მოსწავლეებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ქვეყნის საერთო საქმეში წვლილის შეტანისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

დღის ამბები