19 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
ქართველი სამხედროების მორიგი ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა

ქართველი სამხედროების მორიგი ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეორე ნაკადის ჯარისკაცებს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დღეს დილით დახვდნენ.

32-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდება. ქართული სამშვიდობო დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ „მტკიცე მხარდაჭერის მისია ავღანეთში", ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულა.

დაბრუნებული სამხედროები II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

 

 

 

 

დღის ამბები