თავდაცვის უწყებამ დედამიწის საერთაშორისო დღე გამწვანების აქციით აღნიშნა. ჯარისკაცებმა მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის კრწანისის ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეები დარგეს.
დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა და ის მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.