18 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა თბილისში - შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 21 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზები უცნობია. შემთხვევა შარტავას 31-ში მოხდა.

"არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები, ეს უკვე აშკარად ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. ნებისმიერ კორპუსს შეხედეთ, არც მოედნებია შემოღობილი, ალბათ არც დამცავი ქამრები ჰქონდათ,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

როგორც რუსთავი 2-ს შსს-ში განუცხადეს მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დღის ამბები