18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
თბილისში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. თბილისში რამდენიმე აქტივობა დაიგეგმა. თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში მიმდინარეობს წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა, სადაც ოცზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი მყიდველს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სთავაზობს. პარალელურად იმართება კოსტიუმირებული მსვლელობა ბარათაშვილის ხიდიდან თსუ-ს პირველ კორპუსამდე.

დღის დასკვნითი ღონისძიება კი, პროზაული ღამე იქნება, რომელზეც ათი თანამედროვე ქართველი პროზაიკოსი საკუთარი წიგნებიდან ნაწყვეტებს წაიკითხავს.

დღის ამბები