18 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ავტოკატასტროფას იმერეთში ფეხმძიმე ქალბატონი და კიდევ 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა იმერეთში - გვიან ღამით, ავტობანზე, ქუთაისის შემოვლით გზაზე სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, როგორც ცნობილია ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალბატონი იყო. ავარიის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

რაც შეეხება დაშავებულებს, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე ერთი პირი იმყოფება. ერთმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დღის ამბები