ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი მთლიანად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ცხინვალის რეგიონს დენის მიწოდება მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთში ზვავის ჩამოწოლისა და ძლიერი ქარისგან გამოწვეული ავარიის გამო შეუწყდა.
სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. სარემონტო სამუშაოების დასრულება და ოკუპირებული ცხინვალისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დღის ბოლომდე იგეგმება.