საქართველოში საფრანგეთის საელჩოში ფრანგი ამომრჩევლები დილიდან მიდიან. უბანზე 300-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩევლების თქმით, მათთვის ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა მნიშვნელოვანია.
ამომრჩევლების უმეტესობას სურვილი აქვს, რომ საფრანგეთი ღია ქვეყნად დარჩეს და ევროკავშირთან ერთად განვითარდეს.
„ვფიქრობ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მთელ მსოფლიოსა და ევროპაში, რადგან ყველაფერიერთმანეთთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. ველოდები შედეგებს, რაც საფრანგეთს არ ჩაკეტავს საკუთარ თავთან, რადგან ქვეყანა ევროპის შიგნით უნდა განვითარდეს და ღია დარჩეს მსოფლიოს მიმართ,” - განაცხა ამომრჩეველმა, ადრიან ლაიტიემ.