წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დღის განმავლობაში თბილისში რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა.
ცოტა ხნის წინ, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, გელა ჩარკვიანს მორიგი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
"ნაგერალა 2" - ამ სახელწოდების კრებული გელა ჩარკვიანმა, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა.
წიგნის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დღეს დილიდან აღინიშნება. უნივერსიტეტის ეზოში 30-მდე გამომცემლობის წიგნია წარმოდგენილი.