რომის პაპი მიგრანტების სპეციალურ ცენტრებს საკონცენტრაციო ბანაკებს ადარებს. განცხადება ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა რომში, დევნილთა ოჯახებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, შეწყვიტონ მიგრანტების სპეციალურ ცენტრებში გაჩერება. მისივე თქმით, ზოგიერთი საერთაშორისო შეთანხმება მიგრანტებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებებს არღვევს.