დედაქალაქის მერიამ მთაწმინდის საბაგიროს უკვე შეთანხმებული პროექტი 4 წლის წინ დაიწუნა და აღმოჩნდა, რომ 5 მილიონ 400 000 ლარიანი კონტრაქტი და საბაგიროსთვის უკვე მომზადებული ხაზი და გონდოლები წყალში გადაყრილი ფული აღმოჩნდა.
თბილისის მერიაში საბაგიროს აგებას უკვე ჩქარობენ, პროექტისთვის დამატებით კიდევ 8 მილიონი ლარი გამოიყო და თანხა ყოველგვარი კონკურსის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკებების გზით დაიხარჯება.
ქალაქის მთავრობა პროექტის განხორციელებას ტურისტული სეზონის მოახლოების გამო ჩქარობს, თუმცა უკვე დახარჯული 12 მილიონისა და დასახარჯი 8 მილიონის მიუხედავად, თბილისს საბაგირო ზაფხულშიც შეიძლება არ ჰქონდეს.
ავტორები: მიხეილ სესიაშვილი, ნონა მიქიაშვილი.