01 მაისი 2024,   01:06
ვრცლად
სტეფანეს კონცერტი SPACE HALL-ში - კონცერტზე დასასწრები აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაიყიდა

ქართული მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული არტისტის სტეფანეს კონცერტი SPACE HALL-ში.

პროექტ მუზამეს გადაწყვეტილებით, ქართველმა მომღერალმა 2000-მდე მსმენელი ამ სივრცეში პირველად გააერთიანა.

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე სალაროებში 2 ათასი ბილეთიდან არცერთი აღარ იყო დარჩენილი. მუზამეს ავტორები უკვე მეათე კონცერტს ატარებენ, თუმცა აქამდე მხოლოდ უცხოელ არტისტებს უთმობდნენ მთავარ ადგილს, მეათე ცდაზე კი მათ ქართველი შემსრულებელი შეარჩიეს.

სტეფანეს კარიერა 90-იანი წლების ბოლოს იწყება. 2000-იანი წლების მიწურულს კლიპების ბუმი და ქართული შოუ-ბიზნესი მოულოდნელად გაქრა. ზუსტად ამ პერიოდში სტეფანემ აქტიური საპროდიუსერო კარიერა დაიწყო.

სტეფანე კონცერტი გუშინ, SPACE HALL-ში შედგა და მსმენელის საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა. საათი და 30 წუთის განმავლობაში დარბაზი სტეფანესთან ერთად მღეროდა.

ავტორი: ანანო ბაკურაძე. 

დღის ამბები