18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ბორჯომის ხეობის ეროვნული პარკის უდაბნოდ ქცეული ტერიტორია და ხეების დარგვის ორიგინალური კამპანია

ბორჯომის ხეობის ის ტერიტორია, სადაც 2008 წელს რუსულმა ავიაციამ ჭურვები ჩაყარა, უნიკალური ტყის დიდი ნაწილი, ფლორა და ფაუნა ნაცარტუტად იქცა. ათასი ჰექტარი ტყის მასივი 26 დღის განმავლობაში იწვოდა.

მსგავსი მასშტაბის ხანძარი საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ტერიტორიაზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარებული ნიადაგური გეოლოგიური და სხვა სახის კვლევების შემდეგ, მდგომარეობა შეფასდა როგორც ეკოლოგიური კატასტროფა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ეროვნული სატყეო სააგენტოს აქტიური მუშაობის შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხერხდა ყველაზე კრიტიკული მონაკვეთის, 80 ჰექტარი ტყის ფართობის აღდგენა და დაირგო ხეები.

ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებმა ორიგინალური პროექტი მოიფიქრეს ხეების დარგვის პროცესში მთელი საზოგადოების ჩასართავად. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეუკვეთოს ხე და ის მის სახელზე დაირგვება ბორჯომის პარკში. 5 წლის განმავლობაში მას სახელმწიფო და პროგრამაში ჩართული კომპანიები მოუვლიან.

ავტორი: თეა ადეიშვილი. 

დღის ამბები