მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია დღეს, გლდანის მე-7 მიკრო რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. დატბორილი სარდაფი, გაუმართავი წყალგაყვანილობა, ქვეწარმავლებისგან შეწუხებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
როგორც მათ ელენე ხოშტარიასთან საუბარში აღნიშნეს, გამგეობას დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ პასუხი ყოველთვის უარყოფითია.
„აქ არის პრობლემა დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ მთავრობა დღეს პასუხს სცემს მათ, რომ ჩვენ კომპეტენციაში არ არის, რომ ჩვენ ტექნიკა არ გვაქვს, რომ ამოვტუმბოთ. უბრალოდ სრული იგნორირებაა,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.