18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში სამართალდამცველებმა და გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს. როგორც რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. 

სამართალდამცველებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.

ცრუ შეტყობინების შესვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  370-ე მუხლით დაიწყო.

როგორც რუსთავი2-ს უწყებაში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში სამართალდამცველები და  გამნაღმველები იყვნენ მობილიზებულნი.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები სასწავლო დაწესებულებაში ბომბის არსებობის შესახებ 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.

 

დღის ამბები